03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს ქარტიის მერვე პრინციპი არ დაურღვევია,
რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები;
პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის
ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი
სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.მის წინააღმდეგ ქარტიას "თანასწორობის მოძრაობამ" მიმართა და მიიჩნევდა, რომ მერვე პრინციპი დარღვეული იყო 13 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ მომზადებულ მასალაში, რადგან ტექსტს თან ერთვოდა გარდაცვლილი არასრულწლოვნის ფოტო.
ქარტიაში საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი. "ინტერპრესნიუსმა" ქარტიას არ აცნობა მოპასუხე ჟურნალისტის ვინაობა, არ დასწრებია სხდომას და არც წერილობით გამოუგზავნია შეპასუხება.
გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.