03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, რუსუდან გიორგაძეს ქარტიის
პირველი(სიზუსტე) პრინციპი არ დაურღვევია. სადავო გახდა სექსუალური
განათლების შესახებ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც "კურიერ PS-ში" 17
თებერვალს გავიდა. მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი ყიფიანმა მიმართა. მისი აზრით, არაზუსტი იყო სიუჟეტში ჟურნალსიტის ტექსტი, რომლის მიხედვითაც კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ სერიალი Sex Education ყველა ადამიანმა უნდა ნახოს.
გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება