03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ ქარტის
პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ. ის სადავოდ ხდიდა "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის იმ ნაწილს, რომელიც მის საცხოვრებელ სახლებს ეხებოდა. ქარტიის საბჭომაც სიუჟეტის მხოლოდ ამ ნაწილზე იმსჯელა.
საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ნოდარ მელაძე, ქეთი ნადიბაიძემ კი საბჭოს საკუთარი პოზიცია წერილობით მიაწოდა. მხარეთა გამოკითხვის შემდეგ ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო ნაწილში პირველი და მესამე პრინციპები დარღვეული იყო.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.