დავით დვალიშვილის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
07.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო აიდან იუსუბოვას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, დავით დვალიშვილის წინააღმდეგ.  სადავო მასალა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 3 მარტს გავიდა ეთერში და ეხებოდა ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით პირების დასაკავებლად.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ ამ მასალაში დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, ვინაიდან ჟურნალისტმა ჩართვისას დაასახელა დაკავებულთა ეთნიკური წარმომავლობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქმეს განიხილავს და დაადგენს მართლაც დარღვეულია თუ არა დისკრიმინაციის პრინციპი სადავო მასალაში

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.