07.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის
განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის წინააღმდეგ.განმცხადებლის უკმაყოფილება გამოიწვია აჭარის ტელევიზიის ეთერში 11 თებერვალს გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის 2017 წლის ანგარიშს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ჟურნალისტმა სოფელ ჯიბინაურში კეთილმოწყობილი სტადიონის ნაცვლად აჩვენა მოუწესრიგებელი სტადიონი. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა არასწორი კადრები აჩვენა, რითიც დაარღვია ქარტიის პრინციპები - პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).
ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და გამოკვლევის შემდეგ დაადგენს დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.