20.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო
თეა დავაძის განცხადება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების,
ნათია ტრაპაიძის და ჯეიხუნ მუჰამედალის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი - „კომპრომატებით ომი თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - შსს ოცნების დეპუტატის საქმეს იძიებს“ -ტელეკომპანიის ეთერში 16 მარტს გავიდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის წევრის, რუსლან გაჯიევის შესახებ ვიდეოს გამავრცელებლი რადიო "მარნეულში" მუშაობდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ რადიოს ამგვარად ხსენება მის დისკრედიტაციას და პოლიტიკურ ძალებთან ასოცირებას იწვევს. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, მასალაში დარღვეულია ქარტიის სიზუსტის (1) და ინფორმაციის მიჩქმალვის (3) პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დარღვეულია თუ არა ქარტიის პრინციპები.