28.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ხატია ბეროძის განცხადება რუსთავი 2-ის,
აგრეთვე ინტერპრესნიუსის და პალიტრანიუსის ჟურნალისტის,
გიორგი სულაძის წინააღმდეგ.სადავო მასალები ეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სამივე მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დარღვეულია სიზუსტის (პირველი) და მესამე (მიჩქმალვა), ვინაიდან მოსახლეობამ გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა სადავო პრინციპები.