29.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, ნათია ტრაპაიძეს და ჯეიჰუნ
მუჰამედალის ქარტიის პირველი (სუზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა)
პრინციპები არ დაურღვევიათ. მათ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა თეა
დავაძემ. მისი აზრით, ზემოთ აღნიშნული პრინციპები დაცული არ
იყო საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტში,
რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის წევრის, რუსლან გაჯიევის
შესახებ ვიდეოს გამავრცელებლი რადიო "მარნეულში" მუშაობდა.საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა., მოპასუხე ჟურნალისტებს მოაწილეობა არ მიუღიათ. მჯელობის შემდეგ საბჭომ განმცხადებლის პოზიცია არ გაიზიარა და პრინციპების დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.