11.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ლელა კურდღელაშვილის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"
ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილისა და საინფორმაციო სამსახურის
უფროსის და გადაცემის წამყვანის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ. სადავო
გადაცემა "შაბათის კურიერის" ეთერში 16 მარტს გავიდა სახელწოდებით
"ტროლები ოპონენტებისთვის" და ეძღვნებოდა ხელისუფლების მიერ
ინტერნეტში სხვადასხვა პირთა დისკრედიტაციისთვის შექმნილ
ანგარიშებს.სიუჟეტში ნახსენები იყო განმცხადებელი ლელა კურდღელაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ვინაიდან მას არანაირი შეხება "ქართულ ოცნებასთან" არ ჰქონია. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩმქალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
იხილეთ განცხადება და სადავო მასლა