14.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა გადაწყვეტილებით,
ქარტიის მესამე პრინციპი შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა:"ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია."
ძველი ვერსია ასე იყო ფორმულირებული:
"ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".
ქარტიის პრაქტიკით გამოიკვეთა, რომ ქარტიის მე-3 პრინციპის მეორე ნაწილს: "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები" ფარავს პირველი პრინციპი [სიზუსტე], ვინაიდან ფაქტების მიჩქმალვა სწორედ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იწვევს. წინადადება "არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები" კი რეალურად მოიცავს მე-11 პრინციპს "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". აქედან გამომდინარე ქარტიის წევრთა უმრავლესობა, 243 წევრი დაეთანხმა მესამე პრინციპის ცვლილებას, 24 წევრმა კი მხარი არ დაუჭირა ახალ ვერსიას.