15.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო კომპანია "ფრესკოს" განცხადება ტელეკომპანია "მესამის"
ჟურნალისტების, მზია შარაშენიძის, უშო რუხაძის და ნათია ჩიქოვანის
წინააღმდეგ. სადავო მასალა 2019 წლის 20 მარტს გავიდა ეთერში და
ეხებოდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს. დარღვეულ უფლებებზე
საუბრისას ნახსენებია "ფრესკოც". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ
გადაცემის წამყვანი და სტუმრები ამ კომპანიის დისკრედიტაციას
მიზანმიმართულად ახდენენ, რეალურად კი შრომითი უფლებების დარღვევის
ფაქტები "ფრესკოში" არ დადასტურებულა.აქედან გამომდინარე განმცხადებელს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
ქარტიის საბჭო განიხილავს საქმეს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა აღნიშნული პრინციპები სადავო მასალაში.