17.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო
ასოციაცია "ჰერა XXI-ს" განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს"
ჟურნალისტების, მაგდა ანიკაშვილის, თორნიკე კვერენჩხილაძის და ირაკლი
მაისურაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა 2019 წლის 3 აპრილს გასული
გადაცემა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ. განმცხადებელი
მიიჩნევს, რომ გადაცემამ სათაურით - ,,აბორტი როგორც განაჩენი“, "
წარმატებით მოახდინა ქალების დისკრიმინაცია, მათი უფლებების
უგულვებელყოფა და სიძულვილის ენის წახალისება საზოგადოებაში."შესაბამისად განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).
ქარტიის საბჭო განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა აღნიშნული პრინციპები.
იხილეთ განცხადება
სადავო მასალა