21.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სსიპ
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტლის განცხადება გამოცემა qartli.ge-ს
რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა 3 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით "გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს ,,ლირიკა" ესაჭიროება". სტატიაში საუბარია გორის ჰოსპიტლის მიერ "ლირიკის" შესყიდვაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოცემამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან ჰოსპიტალს ეს მედიკამენტი შეძენილი ჰქონდა უკვე.
შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე,), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
საქმის განხილვის შემდეგ საბჭო გადაწყვეტს დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.