21.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია პანკისის
ხეობაში მიმდინარე მოვლენებით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
სპეცრაზმელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას
გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. პირდაპირ ეთერში
ჟურნალისტები ყვებიან, რომ დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება და მოსახლეობის ინფორმირება. მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება.