25.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა
ხარაბაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება)
პრინციპები დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მიმართა. განმცხადებლის უკმაყოფილება გამოიწვია აჭარის ტელევიზიის ეთერში 11 თებერვალს გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის 2017 წლის ანგარიშს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ჟურნალისტმა სოფელ ჯიბინაურში კეთილმოწყობილი სტადიონის ნაცვლად აჩვენა მოუწესრიგებელი სტადიონი. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი კადრები გაუშვა ეთერში, რითიც დაარღვია ქარტიის პრინციპები.
გარდა პირველი და მეხუთე პრიციპისა, ჯუმბერ ვარდმანაძე მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მესამე (მიჩქმალვა)და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები, თუმცა, საბჭომ განხილვის შემდეგ ამ პრინციპების დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.