10.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
სცნო ხათუნა მაცაბერიძის განცხადება Qartli.ge-ს ჟურნალისტის, მახო
მიქელაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა მასალა სათაურით
"ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის
ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს".ბაზრის დირექტორი, ხათუნა მაცაბერიძე განცხადებაში უარყოფს ამ ბრალდებას, ამბობს, რომ სტატიაში მოსაუბრე რესპონდენტი არ არის მის მიერ დასაქმებული, არ იცნობს მას და რედაქციას არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ეთიკის პრინციპები სადავო მასალაში.