29.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია მესამის ჟურნალისტებმა მზია შარაშენიძემ, უშო რუხაძემ და
ნათია ჩიქოვანმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება)
პრინციპები დაარღვიეს.სადავო მასალა 2019 წლის 20 მარტს გავიდა ეთერში და ეხებოდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს. დარღვეულ უფლებებზე საუბრისას ნახსენებია "ფრესკოც". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემის წამყვანი და სტუმრები ამ კომპანიის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახდენდენ, ამასთან გადაცემაში არ ჩანდა "ფრესკოს" წარმომადგენლის პასუხი.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი და მეხუთე მუხლისა, დარღვეული იყო ქარტიის მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (განზრახ დამახინჯება), თუმცა საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და ამ ორი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.