29.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომანია "იმედის" ჟურნალისტმა, ნათია სონღულაშვილმა ქარტიის
შემდეგი პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა),
მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. სადავო სიუჟეტი ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. ამ თემაზე საუბრობდა საიას წარმომადგენელიც. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტი მანიპულაციური იყო, ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მიჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და განზხარ დაამახინჯა ფაქტები.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.