გოგი გვახარიამ "ალიას" წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
30.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტის, გოგი გვახარიას განცხადება "ალიას" ჟურნალისტის, ნანა სულავას წინააღმდეგ.

სადავო მასალა გამოქვეყნდა სათაურით "რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?" სტატიაში საუბარია როგორც ჟურნალისტ გოგი გვახარიაზე, ასევე მის ბაბუაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატია არის ჰომოფობიური, მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მართლაც დაირღვა თუ არა სადავო პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.