ქარტიის საბჭომ რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა აღაიანში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას
30.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადებები 6 მედიაპროდუქტთან დაკავშირებით.   ექვსივე მათგანი ეხებოდა  აღაიანში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის გაშუქებას.  განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაშუქებისას ჟურნალისტებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, შელახეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დააზიანეს არასრულწლოვნის ინტერესი და გაამყარეს გენდერული სტერეოტიპები. 

ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადების დასაბუთება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტების შეფასება საკმარისი იყო და  გადაწყვეტილება მხარეთა მონაწილეობის გარეშე მიიღო, რის საშუალებასაც ქარტიის საქმის წარმოების წესი  (4.4) იძლევა. 

მსჯელობის და საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

  • ტელეკომპანია რუსთავი 2,  გადაცემა "შაბათის კურიერი", სადავო მასალა - "ნაადრევი ქორწინების შედეგი" - დარღვეულია შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) , მერვე (ბავშვის ინტერესი), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). არ დარღვეულა მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრაც დამახინჯება)
  • ტელეკომპანია მაესტრო, სადავო მასალა - "7 თვის ბავშვის მკვლელობის ახალი დეტალები" - დარღვეულია შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) , მერვე (ბავშვის ინტერესი), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). არ დარღვეულა მეშვიდე (დისკრიმინაცია).
  • პრაიმ ტაიმი
  • რეზონანსი - "მეზიზღებიან ისინი, ვინც საკუთარი ხელით კლავენ შვილებს“ – რას წერდა შვილის გაგუდვაში ბრალდებული გოგო" - დარღვეულია მერვე პრინციპი  (ბავშვის ინტერესი), არ დარღვეულა მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა)
  • პლუს კვირა - „მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით კლავენ შვილებს“ რას წერდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგო სოცქსელში" - დარღვეულია მერვე პრინციპი  (ბავშვის ინტერესი), არ დარღვეულა მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).
გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.