კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნათია ზოიძის განცხადებას ეხმიანება
04.06.2019
2019 წლის 03 ივნისს გავრცელდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ღია წერილი.

ნათია ზოიძე აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ამბობს, რომ საბჭოს მხრიდან ადგილი აქვს მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას.

ამავდროულად, საბჭოს წევრი - ბეჟან გობაძე საუბრობს, რომ ორი წევრი, რომელმაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ისევ ერთობლივად ცდილობენ სამთავრობო კანდიდატის ლობირებას.

ვფიქრობთ, აღნიშნული განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და აძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესებში ჩართულმა ყველა პირმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რათა შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი.

ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი ისაუბრებს საჯაროდ და პროცესების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაკლუბი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ღია საზოგადოების ფონდი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ლიბერალური აკადემია თბილისი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია სატელევიზიო ქსელი საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.