28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს
გადაწყვეტილებით, ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპი დაარღვია
ოლგა ბაბლუანმა, რომელიც ტელეკომპანია იმედის გადაცემის "რა
დროს ძილია" წამყვანია. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა
არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ქუთაისის შესახებ მომზადებულ მასალაში,
როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის
რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარდა პირველი პრინციპისა, განმცხადებელი ასევე დავობდა მეცხრე პრინციპთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვით სარეკლამო და სარედაქციო მასალები ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.