28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ალიას ჟურნალისტმა ნანა სულავამ ქარტიის შემდეგი პრინციპები დაარღვია:
პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე
(დისკრიმინაცია).მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. სადავო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?" ტექსტის თანახმად, მოყვანილი ფაქტები ეხებოდა მას და მის ბაბუას. გოგი გვახარია მიიჩნევდა, რომ სტატია იყო ჰომოფობიური და მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი (ფაქტის განხრახ დამახინჯება), თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.