28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის პრინციპების
დარღვევა დაადგინა "ალიასა" და "ჯეოთაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ
მასალებში, რომელიც ეხებოდა პარლამენტის წევრს, რომან გოცირიძეს.
სადავო მასალებში კონკრეტულ ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით ნათქვამი იყო
თითქოს დეპუტატმა შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შესახებ
ნეგატიურად ისაუბრა. თავად რომან გოცირიძე ამტკიცებდა, რომ მსგავსი
რამ მას საეთოდ არ უთქვამს.ქარტიის საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ალიამ და ჯეოთაიმსმა დაარღვიეს სიზუსტე (პირველი პრინციპი) და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს (მეთერთმეტე პრინციპი). გარდა ამისა, ალიას დაუდგინდა მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაც.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.