28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტმა სალომე ლაბაძემ დაარღვია ქარტიის
პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ. სადავო სიუჟეტი ეთერში გავიდა სახელწოდებით "ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში". მასალა ეხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის - მიხეილ ლევანდოვსკის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და ამასთან, მითითების მიუხედავად არ შესწორდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.