22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია
ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს დისკრიმინაციის თავიდან
არიდებას ავალდებულებს.სადავო გახდა გადაცემის "პირისპირ" ის ნაწილი, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საუბრობდა. მან თბილისში გამართულ აქცია "გეი რევოლუციად" მოიხსენია.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგივიანებით გამოქვეყნდება.