22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ონლაინ გამოცემა mcm.ge - ს რედაქტორმა ეკა გულუამ ქარტიის შემდეგი
პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და
მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა მიხეილ მეფარიშვილმა, რომელიც სადავოდ ხდიდა mcm.ge-ზე გამოქვეყნებულ 6 მასალას. ყველა მათგანი ეხებოდა თბილისი პრაიდს. საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია საბჭოს წერილობით წარუდგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.