განსახილველი საქმეებია:
- 15:00 საათი - ხათუნა კირკიტაძე topnews.com.ge-ს რედაქტორის, ქრისტინა ქარჩხაძის წინააღმდეგ
სადავო გახდა topnews.com.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა,
რომელიც ეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტში კომისიების წევრების
ხელფასებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი მიზანმიმართულად
ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ბაღდათის
მუნიციპალიტეტის შესახებ, ეს მასალები არის ცალმხრივი და
მათში არ არის
წარმოჩენილი მეორე მხარის პოზიცია.
სადავო პრინციპები: პირველი, მესამე,
მეხუთე, მეათე და მეთერთმეტე.
2. 16:00 საათი - მალხაზ
მაჩალიკაშვილი "პრაიმტაიმის" რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის
წინააღმდეგ;
3. 17:00 საათი -
მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, ნატა
მახვილაძის წინააღმდეგ.
სადავოა "პრაიმ ტაიმის" და "იმედის" მიერ მომზადებული ის
მასალები, რომლებიც ეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, 2017 წელს
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის
სახელობის წყაროს გახსნას ბანგლადეშში. მასალების მიხედვით,
ინტერპოლით არის ძებნილი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც
წყარო გახსნა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების თანახმად,
ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდეს
აუდიტორიას, რითიც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე),
ამასთან, ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რასაც ქარტიის მეთერთმეტე
პრინციპი უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს. მისი აზრით, ასევე
დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას
კრძალავს.
სადავო პრინციპები: პირველი,
მეშვიდე და მეთერთმეტე.
ქარტიის საბჭო საქმეებს ღია სხდომაზე განიხილავს