საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო დავით ბეგიაშვილის განცხადება სამი მედიასაშუალების: commersant.ge, ipn.ge და bpn.ge-ს წინააღმდეგ.
საქმე ეხება სამივე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ იდენტურ
მასალას, სახელწოდებით: „ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი,
რომელიც ხაზარაძის 36 კაციან სიაშია“. განცხადების
თანახმად, commersant.ge-მ
და bpn.ge-მ მასალა
ვებგვერდზე გამოაქვეყნეს, ipn.ge-მ კი მის სოციალურ გვერდზე გააზიარა
bpn.ge-ს მასალა.
განმცხადებლით თქმით, ჩამოთვლილმა მედია საშუალებებმა მისი
და მისი კომპანიების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს,
შესაბამისად, მხარე მიიჩნევს, რომ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული
მასალით დაირღვა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტე და მეხუთე
პრინციპი - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება.
ქარტიის საბჭო განცადებას ღია სხდომაზე განიხილავს.