11.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საქმეზე - MDF, საფარი და თამთა თოდაძე plus.kvira.ge-ს და PIA.ge-ს
წინააღმდეგ, მე-10 პრინციპის
დარღვევა დადგინდა. საქმე ეხებოდა აღნიშნული
მედიასაშუალებების მიერ თამთა თოდაძის დედის შესახებ მომზადებულ
მასალას.
განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ kvira.plus.ge -სა და pia.ge-ზე მისი
დედის ნასამართლეობის შესახებ მასალა თამთა თოდაძის
დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და ამით დაირღვა ქარტიის
მეათე პრინციპი - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა და აღნიშნული პრონციპის დარღვევა დაადგინა.