24.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საქმეზე - ეკატერინე მესხიძე რამდენიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ, -
ქარტიის პრინციპების დარღვევა დადგინდა. საბჭომ დღეს, 24 ნოემბერს 14
განცხადება განიხილა, ერთ განცხადებაზე, რომელიც ტელეკომპანია
მაესტროს ეხებოდა, განხილვა გადაიდო.ეკატერინე მესხიძე მედიასაშუალებებს ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპის დარღვევას ედავებოდა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი პრინციპის (სიზუსტე) დარღვევა დაუდგინდა 14-ვე მედიასაშუალებას, მე-5 პრინციპის (შესწორება) დარღვევა კი საბჭომ 11 მედიასაშუალებას დაუდგინა.
სადავო მასალები ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისა და ეკატერინე მესხიძის სასამართლო დავას, მოპასუხე მედია საშუალებებმა გაავრცელეს არაზუსტი ინფორმაცია, თითქოს პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ეკა მესხიძისმიმართ სექსუალურ შევიწროებაში. ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სასამართლოს უგრეხელიძის მხრიდან შესაძლო სექსულაურ შევიწროებაზე არ უმსჯელია და მედია საშუალებებმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს.
მედიასაშუალებები, რომელთაც დარღვევა დაუდგინდა:
- კვირის პალიტრა - პირველი
- ambebi.ge - პირველი
- ექსკლუზივნიუსი - პირველი
- ობიექტივი - პირველი და მეხუთე
- ტელეკომპანია იმედი - პირველი და მეხუთე
- ინტერპრესნიუსი - პირველი და მეხუთე
- აიპრესი - პირველი და მეხუთე
- გურიანიუსი - პირველი და მეხუთე
- მარშალპრესი - პირველი და მეხუთე
- ნიუსპოსტი - პირველი და მეხუთე
- Caucasus buiseness week - პირველი და მეხუთე
- ლიბერალი - პირველი და მეხუთე
- 2020news - პირველი და მეხუთე
- ინფოფოსტალიონი - პირველი და მეხუთე
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.