25.11.2019
ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტს ჯაბა ანანიძესა და მთავარ
რედაქტორს ეთერ თურაძეს არასამეწარმეო იურიდიული პირი “საორსა”
ქარტიის ორი: პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (მცდარი
ინფორმაციის შესწორება) პრინციპის დარღვევას ედავება.სადავო მასალა გაზეთ”ბათუმელებში”, 2019 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით: “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთიდან”. მასში სოფლად მცხოვრებ ქალების ისტორიებია, მათ აქტივობებზე, ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზოგადოებაში მათ როლზე.
განმცხადებელი ჟურნალისტებს სტატიის სათაურისა და მისი შინაარსის შეუსაბამობას ედავება. კომპანია მიიჩნევს, რომ სათაური შეცდომაში შემყვანია და ნეგატიურად განაწყობს მკითხველს. ამასთანავე, განცხადებაში უთითებს, რომ გამოცემამ სათაური არც მიმართვის შემდეგ შეასწორა, რითაც, მისი აზრით, ქარტიის მეხუთე პრინციპი დაირღვა.
ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.