17.12.2019
12:00 საათი - მანანა გურგენიძე euronews.ge - ის წინააღმდეგ. დავა
ეხება მასალას სათაურით: “საქართველოდან
სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი
მოატყუეს” განმცხადებელი თვლის რომ მასალაში ქარტიის რამდენიმე
პრინციპია დარღვეული, მათ შორის ინფორმაციის სიზუსტის და ფაქტის
განზრახ დამახინჯების პრინციპები. სადავო პრინციპები: პირველი,
მესამე, მეოთხე, მეათე და მეთერთმეტე.12:30 საათი - მედიის განვითარების ფონდი (MDF), საფარი, თამთა თოდაძე alia.ge წინააღმდეგ. განცხადება ეხება თბილისის საკრებულოს წევრის ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: “თამთა თოდაძე ნაციონალების ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო” სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
13:00 საათი - დავით ბეგიაშვილი თამთა არდოტელის, commersant.ge და IPN.ge წინააღმდეგ. ჩამოთვლილ მედია საშუალებებს ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი მის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებასა და შემდგომში ამ ინფორმაციის შეუსწორებლობას ედავება. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება).
14:00 საათი - „ფრანს ავტო“ ფლანგვის დეტექტორის წინააღმდეგ. განმცხადებელი ამ შემთხვევაში სადავოს ხდის მასალას - “მთავრობასთან დაკავშირებულმა სს “ფრანს ავტომ” 2014 წლიდან 30 მილიონის ტენდერები მოიგო”. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში მოყვანილი ინფორმაცია არაზუსტია. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურება), მეხუთე (შესწორება).
15:00 საათი - ორგანიზაცია „საორსა“ ჯაბა ანანიძის და ეთერ თურაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი სადავოდ ხდის მედიასაშუალება ბათუმელების სტატიას სახელწოდებით “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთებიდან”. განმცხადებელი მიიჩნევს რომ მასალაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)
16:00 საათი - დავით სონღულაშვილი რუსო ჯაბანაშვილის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში განმცხადებელი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია, ის სადავოდ ხდის ტელეკომპანია მთავარის ეთერით გასულ სიუჟეტს, აცხადებს რომ მასში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) .
17:00 საათი - პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის დავით დვალიშვილის წინააღმდეგ. განმცხადებელი სადავოს ხდის ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სიუჟეტით მოხდა სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. სადავო პრინციპი: მეათე (პირადი ცხოვრება)
ქარტიის საბჭოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.