დღეს ქარტიის საბჭომ სამ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება
20.12.2019
20 დეკემბერს ქარტიის საბჭომ  გადაწყვეტილება სამ საქმეზე მიიღო. პირველი გადაწყვეტილება დეპუტატ დავით სონღულაშვილის განცხადებას ეხებოდა, დეპუტატი ჟურნალისტ რუსო ჯაბანაშვილს ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპის დარღვევას ედავებოდა. განმცხადებელს პრეტენზიები ჰქონდა ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელიც დეპუტატის ბიზნეს ინტერესებს ეხებოდა. საბჭოს გადაწყვეტილებით ამ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) და არ დარღვეულა მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე პრინციპი (შესწორება).

საბჭომ მეორე გადაწყვეტილება ჟურნალისტ დავით დვალიშვილის წინააღმდეგ მიიღო, ორგანიზაცია “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ამ სიუჟეტით მოხდა სექსუალური ძალადობის შესაძლო მსხვერპლის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. აღნიშნულ სიუჟეტში საბჭომ დაადგინა, რომ დავით დვალიშვილმა ქარტიის მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრება) დაარღვია

მესამე გადაწყვეტილება ორგანიზაცია „საორსას“ განცხადებას ეხებოდა, რომელმაც ქარტიას ჯაბა ანანიძის და ეთერ თურაძის წინააღმდეგ მომართა. დავა ეხებოდა ბათუმელების სტატიას სახელწოდებით “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთებიდან”. განმცხადებელი მიიჩნევდა რომ მასალაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტი იყო და მისი შესწორება არ მოხდა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ჯაბა ანანიძეს და ეთერ თურაძეს აღნიშნულ მასალაში ქარტიის პრინციპები პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) არ დაურღვევიათ.
გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილები მოგვიანებით გამოქვეყნდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.