21.12.2019
21 დეკემბერს თბილისი მარიოტში ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთერთმეტე
საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით
წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი, სარევიზო
კომისიის თავმჯდომარე ალეკო ცქიტიშვილი და ქარტიის აღმასრულებელი
დირექტორი გიორგი მგელაძე. საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის
პრიზის 2019 წლის გამარჯვებულებიც.ყოველწლიურად ქარტიის პრიზი რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა. წელს ქარტიის პრიზი ხუთ ჟურნალისტს გადაეცა:
- ვიდეორეპორტაჟი - ბესო გვენეტაძე, ინდიგო
- მულტიმედია პროექტი - ლაშა ცერცვაძე, ინდიგო
- სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში -ლუკა პერტაია, ნეტგაზეთი
- ჟურნალისტური გამოძიება - ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი
- ბავშვთა საკითხები - ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის, პრიზი დაწესებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ;
გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.
საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.
საბჭოს წევრები გახდნენ:
- თბილისის კვოტით - ზვიად ქორიძე
- რეგიონების კვოტით - ნინა ხელაძე და ნათია ზოიძე
საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- ნანა ბიგანიშვილი (თავმჯდომარე)
- ლიკა ზაკაშვილი
- ზვიად ქორიძე
- გელა მთივლიშვილი
- ირმა ზოიძე
- ნინა ხელძე
- მაია მერკვილაძე
- კამილა მამედოვა
- ნათია ზოიძე
ქარტიის წევრებმა დღეს სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:
- მარიკა დუდუნია
- ნინო კაკულია
- გუბაზ მეგრელიძე