12.01.2020
საბჭოს გადაწყვეტილებით euronews.ge გამოქვეყნებულ
სტატიაში ,,საქართველოდან
სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი
მოატყუეს” დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-10 (პირადი
ცხოვრება) პრინციპი. არ დადგინდა მე-3 (წყარო), მე-4 (კეთილსინდისიერი
მეთოდები) და მე-11 (გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევა. საქმე
განხილული იქნა განმცხადებელ მანანა გურგენიძის განცხადების
საფუძველზე.პირველი პრინციპის (სიზუსტე) დარღვევა დადგინა საქმეში, სადაც განმცხადებლებს წარმოადგენდნენ MDF, საფარი და თამთა თოდაძე, ხოლო სადავო იყო alia.ge ზე გამოქვეყნებული სტატია ,,თამთა თოდაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო!”. საბჭოს მოსაზრებით ამ შემთხვევაში მე-7 (დისკრიმინაცია) და 11 (გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სამმა მედია საშუალებამ bpn.ge, commersant.ge, ipn.ge დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპები. განცხადება ეხებოდა ზემოაღნიშნულ მედია საშუალებების მიერ მომზადებულ/გაზიარებულ სტატიას ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილზე. განმცხადებელს ამ საქმეში თავად დავით ბეგიაშვილი წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საქმე რომელიც საბჭომ განიხილა ეხებოდა შპს „ფრანს ავტოს“ განცხადებას ფლანგვის დეტექტორის წინააღმდეგ. განმცხადებელი ქარტიის სამ პრინციპს - პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება), 11 (გაზრახ დამახინჯება) თვლიდა დარღვეულად ფლანგვის დეტექტორის მიერ მომზადებულ მასალაში რომელიც ეხებოდა სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს. საბჭომ მიიჩნია რომ ამ პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აქვე აღსანიშნავია, რომ საბჭოს ერთმა წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი და მიიჩნია რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა პირველი (სიზუსტე) პრინციპი.
საქმეში ეკატერინე მესხიძე ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტების სალომე გოგოხია, სანდრო კაჭახიძის წინააღმდეგ დადგინა პირველი (სიზუსტე) და მე 7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღევა. საბჭოს შეფასებით ჟურნალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია მაყურებელს რომ თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ გაამართლა სექსუალურ შევიწროებაში, არა და როგორც მოკვლეული იქნა სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ამ თემაზე.
გადაწყვეტილებათა სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.