27.02.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე
ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019 წლის
დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. მანამდე, 2012-2013 წლებში ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი “სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. არის არაერთი მედია კვლევის ავტორი და თანაავტორი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვალენელებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა და მთელი საქართველოს მასშტაბით 360-მდე ჟურნალისტს აერთიანებს.