14.03.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და ლევან ქათამაძის განცხადებები ტელეკომპანია ,,იმედის” წინააღმდეგ.
განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მაუწყებელმა 2020 წლის 11 თებერვალს გადაცემა ,,არენა“-ში ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან და ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (კეთილსინდისიერება და სამართლიანობა), მეხუთე (შესწორება), მეათე (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
სადავო მასალას ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს ადგილი ჰქონდა თუ არა ქარტიის პრინციპების დარღვევას.