საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო
„ფრესკოს“ განცხადება www.faktpress.com-ის,
www.mins.ge-ს
და www.fact2.ge-ს
წინააღმდეგ.
სადავო მასალები 2020 წლის 17-18 მარტს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი
აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებში ,,ფრესკოს“ დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარის ვასილ სოფრომაძის სახელით გამოქვეყნებულ ციტატებში არც
ერთი სიტყვა არ ეკუთვნის ვასილ სოფრომაძეს. ,,ფრესკო“ მიიჩნევს, რომ
მედია საშუალებების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად
ისახავს ვასილ სოფრომაძის და მისი ბიზნეს საქმიანობის
დისკრედიტაციას.
განმცხადებელს
მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე
(შესწორება) პრინციპები.
სადავო
მასალებს ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს,
დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.