ანა გვალიამ ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
22.03.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ანა გვალიას განცხადება „მთავარი არხის“ გადაცემა „სხვა ნანუკას“ ავტორის და წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ. სადავო მასალა - „ვერ არის ეს კარგად.." ბიჭი რომელსაც გარშემომყოფები ამ ფრაზით ცნობენ  2020 წლის 11 მარტს გავიდა ეთერში და ეხებოდა ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეს, რომელიც ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაცემა ადამიანის ღირსების შემლახველია, წამყვანს აქვს მუდმივი ცინიკური და დამცინავი დამოკიდებულება რესპონდენტის მიმართ და  ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გაღვივების მცდელობას.

აქედან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება).

ქარტიის საბჭო განიხილავს საქმეს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა აღნიშნული პრინციპი სადავო მასალაში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.