26.03.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო
მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადება ტელეკომპანია“იმედის”
ჟურნალისტების: ირაკლი ჩიხლაძისა და შორენა ხვიჩიას წინააღმდეგ.სადავო გახდა ტელეკომპანიის მიერ, 2020 წლის 09 თებერვალს იმედის კვირაში გასული სიუჟეტი: “ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის ზიანის ხარჯზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.”
განმცხადებლის განმარტებით, მისი წარმოჩენით, როგორც "ნაციონალური მოძრაობის " მოკავშირე და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მსურველი, სიუჟეტში მოძრაობა “სირცხვილიას” დისკრედიტაცია მოხდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტის) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა სიზუსტის პრინციპი.