კრიტიკული კითხვები საზოგადოების ინფორმირებულობას სჭირდება
29.03.2020
2020 წლის 28 მარტს, TV პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების გამო, ჟურნალისტები საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდნენ. 
 
შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.
 
გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ. 
 
მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამო საჯარო ინფორმაციის გადაცემა შეჩერდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვადებულების ნაწილია. 
 
შექმნილ ვითარებაში ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამდე სწორედ ჟურნალისტებს მოაქვთ, შეიძლება, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს.
 
  

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.