Faktpress.com-მა და Mins.ge-მ ქარტიის პირველი, ხოლო Fact2.ge-მ პირველი და მეხუთე პრინციპი დაარღვია
01.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოცემებმა: Faktpress.com-მა და Mins.ge-მ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე),ხოლო Fact2.ge-მ,როგორც პირველი, ასევე მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვიეს.

სადავო მასალა ვებგვერდებზე 2020 წლის 17-18 მარტს განთავსდა და ფრესკოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ სოფრომაძის სახელით გამოქვეყნებულ ციტატებს ეხებოდა. ფრესკომ განმარტა, რომ გამოქვეყნებული არც ერთი განცხადება არ ეკუთვნოდა ვასილ სოფრომაძეს და ეს პოზიცია გაიზიარა ქარტიის საბჭომაც.


ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.