09.04.2020
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო
ელმადდინ მამედოვის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.
სადავო მასალა, სათაურით
„გიორგი გახარია-აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი
უფრო და უფრო სწრაფი ხდება“ პირველი არხის აზერბაიჯანულენოვან
ვერსიაში 2020 წლის 03 აპრილს განთავსდა.განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ახალი ამბავი,რომელიც შემდეგ ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე არაზუსტი და მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანია.
მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის სიზუსტის, შესწორების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი .
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.