ნანუკა ჟორჟოლიანს დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი არ დაურღვევია
14.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია მთავარის გადაცემა“სხვა ნანუკას” წამყვანს ქარტიის პრინციპი არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს ანა გვალიამ მიმართა. სადავო გადაცემა: “ვერ არის ეს ბიჭი კარგად”- ბიჭი, რომელსაც გარშემომყოფები ამ ფრაზით ცნობენ” 11 მარტს გავიდა ეთერში და ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ მოქალაქეს ეხებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ჯანმრთელია.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო, როგორც განმცხადებელმა , ასევე მოპასუხე მხარემ. საბჭომ მიიჩნია, რომ გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის საბჭოს სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.