ინტერნეტ გამოცემა informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
14.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტ გამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

განცხადების ავტორმა, ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ სადავო მასალა, თითქოს მან იწინასწარმეტყველა, რომ “ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ” არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ფრაზა ავტორს არ ეკუთვნის.

გარდა პირველი პრინციპისა, მხარე დაობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (დოკუმენტების კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპებზე, თუმცა საბჭომ მათზე დარღვევა არ დაადგინა.

ამ საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.