18.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
imedinews.ge-სა და info.ge-ს
სიზუსტის, წყაროს დადასტურების, შესწორების და პლაგიატის პრინციპები
არ დაურღვევია.მედიასაშუალებების წინააღმდეგ ქარტიას ბუდუ რამიშვილმა მიმართა. სადავო მასალა: “ტომ კრუზი ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს” Imedinews.ge-ზე 29 თებერვალს, ხოლო მასალა: “ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეს თბილისში ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ” ვებპორტალ info9.-ge-ზე, 28 თებერვალს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი უთითებდა, რომ ორივე მასალას დასასრულს ერთვოდა ფრაზა „მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უჰანის ლაბორატიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ”, თუმცა ბმულზე ერთ შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია იყო მითითებული, ხოლო მეორე შემთხვევაში ბმული საერთოდ არ იყო აქტიური.
განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებელმა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.