“მთავარი არხის" ჟურნალისტის თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
20.04.2020
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ, დასაშვებად ცნო გიორგი გოგეშვილის განცხადება, ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის, თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ.  

სადავო მასალა ეთერში 4 აპრილს გავიდა და ის COVID-19-სგან დაცვის ყველაზე მაღალეფექტურ პირბადის სახეობებს ეხებოდა.

განმცხადებლის აზრით, სიუჟეტის ავტორმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა და სიუჟეტი გაუშვა სათაურით “Fake პირბადეები”, რამაც შექმნა არასწორი ინტერპრეტაცია და რეპუტაციული ზიანი მიაყენა კომპანიას, რითაც დაირღვა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

განმცხადებელი ასევე დაობს ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.