ბრძოლა დეზინფორმაციასა და მითებთან და მედიაწიგნიერების უნარების გაუმჯობესება - ქარტიამ ახალი პროექტი დაიწყო
20.04.2020
COVID-19-თან დაკავშირებული მითების გამოვლენა და გაქარწყლება,დეზინფორმაციის ფაქტჩექინგი, მედიაწიგნიერების უნარების გაუმჯობესება აუდიტორიისთვის - ეს იქნება ძირითადი ფოკუსი ახალი პროექტისა, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტთან ერთად განახორციელებს (EWMI Access), სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის “იმოქმედე ახლა” ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში  მომზადდება ქარდები, რომლებიც აუდიტორიას დაეხმარება განასხვავოს ერთმანეთისგან ყალბი და ნამდვილი ამბავი, არ გახდეს დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მსხვერპლი. ქარდების გარდა, ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება ფაქტჩეკინგ სტატიები და ანიმაციური ვიდეოები. მომზადებული მასალები განთავსდება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პლატფორმა Mediachecker.ge-ზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომუშავე რეგიონული მედიის პლატფორმებზეც. ინფორმაციული ქარდები ექვს ენაზე იქნება (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, აფხაზური და ოსური).

იმ პირობებში, როდესაც covid-19-თან დაკავშირებით უამრავი მასალა ვრცელდება, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და მეორე მხრივ, აუდიტორიას თავად შეეძლოს განასხვავოს ერთმანეთისგან ყალბი და ნამდვილი ამბები, შეეძლოს სანდო და არასანდო წყაროების გარჩევა.

პროექტის ფარგლებში მედიაჩეკერის გუნდმა მუშაობა უკვე დაიწყო. მოგვწერეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ფიქრობთ, რომ შესაძლოა სანდო არ იყოს და ჩვენი ფაქტჩეკერები გადაამოწმებენ.

ჩვენი საკონტაქტო მისამართებია:

ელ-ფოსტა: info@mediachecker.ge
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიაჩეკერის სოციალურ მედიის არხებზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.