08.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას
მედიამონიტორის პოზიციაზე.სამუშაოს ხანგრძლივობა: 2020 წლის ივნისი - ნოემბერი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ან/და მედიაკვლევებში მონაწილეობა;
- რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მედიამონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- მედია პროდუქტის რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
- მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2020 წლის 16 მაისის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.